მამუკა მდინარაძე – როგორც ჩანს, გიორგი მარგველაშვილმა თავისი შანსები და რეიტინგი რეალურად გაზომა

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის შეფასებით, გიორგი მარგველაშვილმა ლოგიკური გადაწყვეტილება მიიღო.

ასე აფასებს მდინარაძე გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებას, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს.

“როდესაც პრეზიდენტმა უარი განაცხადა წარმოედგინა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურა, მაშინ პრაქტიკულად, ნათელი გახდა მისი ამ გადაწყვეტილების შესახებ. ალბათ, ეს იყო ლოგიკური გადაწყვეტილება მისი მხრიდან, რადგან როგორც ჩანს, მან რეალურად შეაფასა თავისი შანსები და რეალურად გაზომა თავისი რეიტინგი”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირმა საქართველოს 45 მილიონი ევრო გამოუყო
შემდეგი სტატიასოფელ ცედანში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს