სოფელ ცედანში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ხანძარი სოფელ ცედანში ლოკალიზებულია. ამ დროისთვის მიმდინარეობს ცალკეული მცირე კერების სალიკვიდაციო სამუშაოები.

მუშაობას განაგრძობს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი სპეც-ტექნიკასთან და სახანძრო მანქანებთან ერთად. ადგილზე რჩება ცოცხალი ძალაც. ისინი დამწვარ ნიადაგს ამუშავებენ.

ცეცხლმა ცედანთან 10 ჰექტრამდე ფოთლოვანი ტყის მასივი გაანადგურა.

დასახლებულ პუნქტებამდე ხანძრის გავრცელების საშიშროება ამ დროისთვის არ არსებობს.

banner
წინა სტატიაშიმამუკა მდინარაძე – როგორც ჩანს, გიორგი მარგველაშვილმა თავისი შანსები და რეიტინგი რეალურად გაზომა
შემდეგი სტატიაქობულეთი-ოზურგეთის დამაკავშირებელ გზა გადაკეტილია – მოსახლეობასა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა