მამა გიორგი მამალაძე საკვების მიღებაზე უარს ამბობს

მამა გიორგი მამალაძე საკვების მიღებაზე უარს ამბობს, რადგან სამედიცინო დაწესებულების პერსონალი მას არასამარხვო საკვებს აწვდის.

მსჯავრდებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავაც მძიმეა. დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა ამბობს, რომ გუშინ მთელი დღის განმავლობაში მამა გიორგის საკვები არ მიუღია.

თორნიკე მამალაძის თქმით, დეკანოზი იძულებულია, საკვები მაღაზიაში შეიძინოს. იმ შემთხვევაში კი თუ მას ამის შესაძლებლობა არ ექნება, მას იძულებითი შიმშილობა მოუწევს.

მსჯავრდებული დეკანოზის ოჯახი ითხოვს, რომ მამა გიორგი მამალაძე სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანონ.

„მე-18 დაწესებულება ვერ უზრუნველყოფს ჩემს ძმას სამარხვო საკვებით მომარაგებას. ამიტომაც ჩემმა ძმამ უარი განაცხადა მე-18 დაწესებულების საკვების მიღებაზე. როდესაც ღუდუშაურის კლინიკადან გადაჰყავდათ ჩემი ძმა მე-18 დაწესებულებაში, ოჯახს პირობა მოგვცეს, რომ სათანადო მკურნალობას გაუწევდნენ იმ მძიმე დაავადებასთან დაკავშირებით, რაც ჩემს ძმას დაემართა. მაგრამ ვხედავთ, რომ ელემენარული ყურადღებაც კი არ ექცევა. ამიტომაც ვითხოვთ ჩემი ძმის იმ დაწესებულებაში გადაყვანას, სადაც სიცოცხლე შენარჩუნდება,“ – განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

banner
წინა სტატიაშიირმა ნადირაშვილი : შალვა შავგულიძე ძლიერი და ღირსეული კანდიდატია, რის გამოც მის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო
შემდეგი სტატიავაპირებთ, კიდევ მოვინახულოთ დეკანოზი მამალაძე – ლომჯარია