ვაპირებთ, კიდევ მოვინახულოთ დეკანოზი მამალაძე – ლომჯარია

სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი დეკანოზ გიორგი მამალაძის მონახულებას აპირებს – დეკანოზი მამალაძე მოვინახულეთ და ვაპირებთ, კიდევ მოვინახულოთ, – აცხადებს ნინო ლომჯარია.

„ძირითადად ის პირობებს უჩიოდა, უჩიოდა ცხელი წყლის ხშირ შემთხვევაში არარსებობას. მისი ჯანმრთელობის კუთხით თუ რაიმე გართულდა, აუცილებლად ვიტყვით. ახლა ამ მხრივ, მეტის თქმა არ შემიძლია”, – აცხადებს ნინო ლომჯარია.

კითხვაზე, საჭიროა თუ არა, სპეციალურ სამედიცინო დაწესებულებაში დეკანოზის გადაყვანა, სახალხო დამცველმა უპასუხა, რომ რეკომენდაციები უკვე გაცემულია.

„ამასთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა გასცა რეკომენდაციები დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ შედგენილი დასკვნის საფუძველზე. დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი ექსპერტების შეფასებით, მას ადგილზე არ უტარდება დიაგნოზის შესაბამისი მკურნალობა, გაიცა რეკომენდაცია, რომ გადაყვანილი იყოს სპეციალიზებულ სამოქალაქო კლინიკაში”, – განმარტავს ნინო ლომჯარია.

დეკანოზი გიორგი მამალაძის ჯანმრთელობი მდგომარეობა მძიმეა.

banner
წინა სტატიაშიმამა გიორგი მამალაძე საკვების მიღებაზე უარს ამბობს
შემდეგი სტატიათბილისში ხანძარს ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა