მალალა: მე ვიცი გოგონების გულის ძალის შესახებ

მალალა:

მალალა იუსაფზაის თქმით, უნივერსიტეტში სიარულმა მას “როგორც იქნა” საკუთარი თავისთვის დრო მისცა – მათ შორის, მაკდონალდსში ჭამისა და პოკერის სათამაშოდ – ამის შესახებ 23 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ბრიტანულ Vogue -თან ინტერვიუში თქვა.

მალალამ ოქსფორდის უნივერსიტეტი გასულ წელს დაამთავრა. “ყველაფრით აღფრთოვანებული ვიყავი – მაკდონალდში სიარულით თუ ჩემს მეგობრებთან პოკერის თამაშით… ყველა მომენტით ვნეტარებდი, რადგანაც მანამდე ბევრი არაფერი მინახავს. არასდროს ვყოფილვარ ჩემი ასაკის პირებთან ურთიერთობაში”, – ამბობს მალალა.

მალალას, რომელიც პაკისტანიდან არის, 14 წლის ასაკში თალიბებმა ტყვია თავში ესროლეს მას შემდეგ, რაც თავის ქალაქში გოგოების განათლების კამპანიას ეწეოდა.

მალალამ თქვა, რომ არასდროს იყო თანატოლებთან რადგანაც თავსგადამხდარი ინციდენტის შემდეგ ჯერ ჯანმრთელობაზე უნდა ეზრუნა, შემდეგ კი მსოფლიოს ირგვლივ მოგზაურობდა, გამოსცა საკუთარი წიგნი და აკეთებდა დოკუმენტურ ფილმს, გარდა ამისა, ბევრი რამ ხდებობა მის ირგვლივ. უნივერსიტეტმა კი, საბოლოოდ თავისუფლება მისცა და დრო, რომელიც საკუთარი სიამოვნებისთვის შეეძლო დაეხარჯა.

მალალა ინტერვიუში, ასევე, ამბობს, რომ მას შვედ აქტივისტ გრეტა ტანბერგთან აქვს ურთიერთობა, რომელიც მას რჩევებისთვის მიმართავს ხოლმე. “მე ვიცი ის ძალა, რასაც ახალგაზრდა გოგონა ატარებს გულში როდესაც მას აქვს ხედვა და მისია “, – თქვა მალალამ.

 

banner
წინა სტატიაშიქუთაისის საქალაქო სასამართლომ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული პირები პატიმრობაში დატოვა
შემდეგი სტატიაცერცვაძე: ინდური და სამხრეთ აფრიკული შტამებით გამოწვეული „კოვიდ-19″-ის პრევენციისთვის რაიმე განსაკუთრებულს ვერ გავაკეთებთ