ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული პირები პატიმრობაში დატოვა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული პირები პატიმრობაში დატოვა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული პირები პატიმრობაში დატოვა.

აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე სასამართლომ დღეს იმსჯელა. ადვოკატები დაკავებულებისთვის გირაოს შეფარდებას ითხოვდნენ.

როგორც ბრალდებულთა ადვოკატებმა სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადეს, მოსამართლემ პატიმრობის ძალაში დატოვების მიზეზად მიმალვისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე დაასახელა.

სხდომას დაკავებულები, ძმები ფირუზ და რეზო წულუკიძეები, ასევე ძმები თამაზ და თორნიკე ჭელიძეები, ირაკლი და გელა ჭელიძეები, ასევე ელდარ ანთაძეც დაესწრნენ.

ხმაური მოყვა ბრალდებულების სასამართლოს შენობიდან გაყვანას. მათი მხარდამჭერები საბადრაგო სამსახურს დაკავებულების გაყვანის საშუალებას არ აძლევდნენ, რასაც პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ექვსი პირი 15 აპრილს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავა. რამდენიმე დღეში კი ასევე დააკავეს ელდარ ანთაძე.

ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი: რაში ახევენ უბედურ ბიძინას ფულს, ეტყობა თვითონ კომპიუტერი არ იცის
შემდეგი სტატიამალალა: მე ვიცი გოგონების გულის ძალის შესახებ