მაკრონს სურს ევროკავშირში მთავარი ფრანგული ენა იყოს

საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს სურს ევროკავშირის საქმისწარმოებაში მთავარი ფრანგული ენა გახდეს. ამის მიზეზი გაერთიანებიდან დიდი ბრიტანეთის გასვლა გახდა – The Wall Street Journal-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, მაკრონმა იდეა თავდაპირველად ფრანკოფონიის საერთაშორისო დღეს, 20 მარტს წარმოსთქვა – მსოფლიოს ფრანგულენოვანი ქვეყნების თანამშრომლობის საერთაშორისო დღე. “ინგლისური ასე ფართოდ არასდროს ყოფილა ბრიუსელში წარმოდგენილი, როგორც ახლა, როცა ბრექსიტს განვიხილავთ, თუმცა, ეს დომინირება გარდაუვალი არ არის” – თქვა საფრანგეთის ლიდერმა. ის თვლის, რომ სასურველია 1973 წელს არსებულ სიტუაციას დაუბრუნდნენ, როცა ევროკავშირის საქმისწარმოებაში ფრანგული იყო ძირითადი ენა. ემანუელ მაკრონის ამ ინიციატივას მომხრეებიც ყავს.

banner
წინა სტატიაშირონალდოს ჯარიმა და ორი წლით პირობითი მიუსაჯეს
შემდეგი სტატია“ალბათ უნდა ვაღიარო რომ გასატაცებელი ვიყავი”- ზურაბ ჯაფარიძე სასამართლოში დაიბარეს