მაკრონი “ყვითელ ჟილეტებთან” დათმობაზე წავიდა

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი “ყვითელი ჟილეტების” მოთხოვნების შესრულებას დათანხმდა – საფრანგეთის მასშტაბით ერთ თვეზე მეტია საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ორშაბათს, 10 დეკემბერს სიტყვით გამოსვლისას, მაკრონმა განაცხადა, რომ არსებულ კრიზისზე “პასუხისმგებლობის ნაწილს” იღებს საკუთარ თავზე. “ჩვენ გვინდა, რომ საფრანგეთი იყოს ქვეყანა, სადაც საკუთარი შრომით ღირსეული ცხოვრება შეიძლება” – თქვა პრეზიდენტმა.
მან ასევე, პირობა დადო, რომ 2019 წელს გადასახადები არ გაეზრდებათ პენსიონერებს, რომელთა პენსია თვეში 2 ათას ევროზე ნაკლებია, გარდა ამისა, ზეგანაკვეთზე მუშაობა არ დაიბეგრება – თქვა პრეზიდენტმა. მან, ასევე, გააკრიტიკა დემონსტრანტების ჯგუფების მიერ ძალადობრივი ქმედებები და პირობა დადო, რომ ყველა ღონეს გამოიყენებს სტაბილიზაციის აღსადგენად – “დოიჩე ველე” წერს.
“ყვითელი ჟილეტების” ერთ-ერთი მოთხოვნა სახელფასო მინიმუმის გაზრდა და საწვავზე ფასის მომატების შეჩერება იყო.

banner
წინა სტატიაშიპეტრო პოროშენკომ რუსეთთან მეგობრობის, თანამშრომლობისა და პარტნიორობის შესახებ შეთანხმების გაწყვეტას ხელი მოაწერა
შემდეგი სტატიასაქართველოში ჩატარებულმა არჩევნებმა დემოკრატიული ღირებულებები დააზიანეს