საქართველოში ჩატარებულმა არჩევნებმა დემოკრატიული ღირებულებები დააზიანეს

საქართველოში ჩატარებული 28 ნოემბრის არჩევნები, რომლის დროსაც ყოფილი ფრანგი დიპლომატი და საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი რეგიონში პირველად აირჩიეს ქალ-პრეზიდენტი, თითქოს პოზიტიური ძვრაა დემოკრატიული კულტურისკენ, მაგრამ არჩევნების დროს იყო ფიზიკური ძალადობა, ამომრჩევლების მოსყიდვა, სახელმწიფო რესურსების გამოყენება, პარტიათა შორის შემოწირულობების დისბალანსი.

იმის მტკიცება, რომ საქართველო დემოკრატიული მმართველობის ტრაექტორიაზე მოძრაობს რეალობას მოწყვეტილია – წერია ბრიტანეთის ანალიტიკური ცენტრის chathamhouse-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში, რომელიც საქართველოში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს ეხება. ნაშრომის ავტორი ქეით მალინსონი (Kate Mallinson) წერს, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები იყო თავისუფალი, ის არ ყოფილა სამართლიანი, რომელზეც პირველი ტურის შემდეგ ნატოს წარმომადგენელმა ისაუბრა, როგორც “დემოკრატიის რისკზე”, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების გამო. გარდა ამისა, სტატიაში მოყვანილია ეუთოს მიერ გაკეთებული შეფასება, რომ “ორივე მხარის მიერ (ზურაბიშვილი-ვაშაძე – რედ.) გამოვლენილმა არჩევნების ნეგატიურმა ხასიათმა… პროცესი დააზიანა”.

მმართველ პარტიაზე საუბრისას, სტატიის ავტორი აღნიშნავს, “ქართული ოცნების” ნდობა საზოგადოებრივი გამოწვევის წინაშე დგას, რადგანაც არჩევნების პირველ ტურში მის წინააღმდეგ ხმა 61,36%-მა მისცა. სააკაშვილის ავტორიტარული მმართველობა ივანიშვილის არა გამჭვირვალე მმართველობამ შეცვალა – წერს ქეით მალინსონი და მაგალითად მოყავს ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების სკანდალური სისხლის სამართლის საქმე, სადაც ხალხი თვლის, რომ მმართველი პარტიის ჩინოვნიკებმა ხელი დააფარეს პროკურატურის თანამშრომლის შვილს.
გარდა ამისა, სტატიაში საუბარია იმაზე, რომ მმართველი პარტიისთვის უმჯობესია, თუკი შეწყვეტს იმ ყველაფერის დემონიზებას, რაც სააკაშვილთან ასოცირდება, რადგანაც, ის, რომ ზურაბიშვილი პირველ ტურში კინაღამ დამარცხდა ვაშაძესთან, მოწმობს იმაზე, რომ დემონიზება უკვე აღარ მუშაობს. გარდა ამისა, საარჩევნო კამპანიის რადიკალური მეთოდები, რომელიც ძველ პოლიტიკურ წყენებს ეყრდნობა, საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას ულახავს.

მიუხედავად “ქართული ოცნების” ბევრი წარმატებისა, როგორიც იყო თავისუფალი ვიზა, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება, სიტყვის თავისუფლების ხაროსხის გაუმჯობესება, 2015-2017 წლებში საქართველოში სიღარიბე გაიზარდა. საქართველოსთვის, სადაც ტურისტული ბაზარი ვითარდება, მნიშვნელოვანია განხორციელდეს ეკონომიკური რეფორმები, შრომა და ინფლაცია გახდეს ფოკუსის საგანი.
არჩეულ პრეზიდენტს კარგი შანსი აქვს გააგრძელოს პრო-დასავლური კურსი. მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანას ტერიტორიები დაკარგული აქვს, ყველა თანხმდება იმაზე, რომ მიზანი, ქვეყანა ნატოს წვერი გახდეს, საშუალო მანძილის პერსპექტივაშიც კი ვერ ასრულდება – წერია სტატიაში.

 

წყარო:chathamhouse

banner
წინა სტატიაშიმაკრონი “ყვითელ ჟილეტებთან” დათმობაზე წავიდა
შემდეგი სტატიასაქართველო გაერო-ს გლობალურ მიგრაციულ პაქტს შეუერთდა