მაკრონი ევროკავშირიდან უნგრეთის გარიცხვას მხარს არ უჭერს

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ის მხარს არ უჭერს უნგრეთმა ევროკავშირთან შეთანხმების 50-ე მუხლი აამოქმედოს და გაერთიანება დატოვოს – ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრს მარკ რიუტეს უპასუხა, რომელმაც თქვა, რომ “უნგრეთის ადგილი ევროკავშირში არ არის”.
ამავე დროს, მაკრონმა აღნიშნა, რომ აუცილებელია “ეგზისტენციალურ საკითხებში” ღირებულებების დანერგვა და მათი შენარჩუნება.

გუშინ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რიუტემ თქვა, რომ ევროკავშირში უნგრეთის ადგილი არ არის – ხუთშაბათს უნგრეთში ლგბტ თემის შესახებ მიღებული კანონის კომენტარებისას განაცხადა ბრიუსელში ევროკავშირის სამიტზე. “ჩემთვის უნგრეთის ადგილი არ არის ევროკავშირში” – თქვა პრემიერმა.

“მაგრამ მე არ ვარ ის ერთადერთი, რომელიც წყვეტს: კიდევ 26-ია (წევრი ქვეყნები). ეს ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გაკეთდეს” – დაამატა მან.

ნიდერლანდები ერთ-ერთი იმ 17 ქვეყანათაგანია, რომელთაც მიმდინარე კვირას ხელი მოაწერეს დეკლარაციას, სადაც სერიოზული შეშფოთება იყო გამოთქმული უნგრული კანონმდებლობის გამო. “ამ საკითხში გრძელვადიანი მიზანი უნგრეთის მუხლებზე დაჩოქებაა” – რიუტემ თქვა.

გასულ კვირას უნგრელმა დეპუატატებმა მიიღეს კანონი, რომელიც არასრულწლოვანებისთვის ჰომოსექსუალიზმისა და სქესის შეცვლის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის მიწოდებას კრძალავს.

banner
წინა სტატიაშიპოლონეთში გაუჩინარებული 24 წლის დიტო ხელხელაური გარდაცვლილი იპოვეს
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი „ნაცმოძრაობას“ – მე, თქვენგან განსხვავებით, ჩვენი ქვეყნისთვის არც ერთი თეთრი არ მომიპარავს, თუ რამეს მივაღწიე, მივაღწიე მხოლოდ და მხოლოდ ჩემი შრომით