პოლონეთში გაუჩინარებული 24 წლის დიტო ხელხელაური გარდაცვლილი იპოვეს

პოლონეთში გაუჩინარებული ქართველი ემიგრანტი გარდაცვლილი იპოვეს – ფაქტს ადასტურებენ 24 წლის დიტო ხელხელაურის საქართველოში მცხოვრები ნათესავები. მათი ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცს მყვინთავებმა ტბაში თითქმის ერთკვირიანი ძებნის შემდეგ, გუშინ მიაკვლიეს.

საქართველოში გადმოსვენების პროცედურებთან დაკავშირებით კი, ოჯახს ოფიციალური უწყებებისათვის ჯერ არ მიუმართავს. დიტო ხელხელაურს ქალაქ ვარშავაში 12 ივნისიდან ეძებდნენ. მისი გაუჩინარების შესახებ რამდენიმე ვერსია არსებობდა, რის გამოც, ოჯახმა საკუთარი ინიციატივით, პოლონელი ადვოკატიც დაიქირავა.

მოგვიანებით კი, სამძებრო ოპერაციაში 180 მყვინთავი ჩაერთო – მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა თვითმხილველმა სამართალდამცველებს ინფორმაცია მიაწოდა, რომ ახალგაზრდა წყალში გადახტა.

მანამდე ძალოვანებმა მასთან დაკავშირებული ყველა პირი გამოკითხეს და დაკარგულის პირადი ნივთები ამოიღეს.

24 წლის დიტო ხელხელაური წარმოშობით თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლიდან არის.

banner
წინა სტატიაშიპრემიერი ხუმრობის ხასიათზეა – სამნიძე ღარიბაშვილის გამოსვლაზე
შემდეგი სტატიამაკრონი ევროკავშირიდან უნგრეთის გარიცხვას მხარს არ უჭერს