მაკრონი: “ჩვენ თავი გვაქვს დასაცავი ჩინეთისგან, რუსეთისგან და აშშ-სგანაც კი”

აშშ-სა და მის ბევრ მოკავშირეს შორის ურთიერთობა დაძაბულია. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ არსებული გეოპოლიტიკური კლიმატი პირველი მსოფლიო ომის დასაწყისს გავს. მაკრონმა, ასევე აღნიშნა, რომ ევროპის თავზე ძველებურად თავს იყრის საფრთხეები, რომ ევროპას აუცილებლად ჭირდება არმია. “ჩვენ თავი გვაქვს დასაცავი ჩინეთისგან, რუსეთისგან, აშშ-სგანაც კი. როცა პრეზიდენტი ტრამპი აცხადებს, უმსხვილესი განიარაღების შეთანხმებიდან გასვლის შესახებ, რომელიც 1980 წელს დაიდო, სარაკეტო კრიზისის დროს, რომელიც ევროპას შეეხო, ვინ იქნება მთავარი მსხვერპლი? ევროპა და მისი უსაფრთხოება” – მაკრონმა განაცხადა რადიოსადგურ Europe 1-ის ეთერში.

შაბათს, აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ემანუელ მაკრონთან სატელეფონო დიალოგს გამართავს. გაიმართება თუ არა ტრამპსა და ვლადიმირ პურტინს შორის პარიზში დაანონსებული შეხვედრა, ჯერჯერობით, უცნობია.

პირველი მსოფლიო ომის დასრულებიდან 100 წლისთავზე პარიზში ღონისძიება გაიმართება, რომელსაც მრავალი ქვეყნის ლიდერი დაესწრება, მათ შორის, დონალდ ტრამპი და ვლადიმირ პუტინი.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღურწკაია: “ჩემთვის მიუღებელია იმ ძალის მხარდაჭერა, რომელიც ახალაიების, ქარდავების და სხვა მაღალჩნოსნების შეწყალებას აპირებს“
შემდეგი სტატია“ამ არჩევნებით ვაჩვენეთ, რომ საქართველოში დემოკრატია დამყარდა ნამდვილად”- ივანიშვილი საპატრიარქოში