“ამ არჩევნებით ვაჩვენეთ, რომ საქართველოში დემოკრატია დამყარდა ნამდვილად”- ივანიშვილი საპატრიარქოში

საქართველოს პატრიარქთან სტუმრობის დროს რა დროსაც ილია II-მ ბერა ახლადდაქორწინებული ბერა ივანიშვილი და მისი მეუღლე დალოცა, საუბარი არჩევნებსაც შეეხო. პატრიარქი ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შეფასებით დაინტერესდა, რაზეც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ამ არჩევნებით კიდევ ერთხელ გამოჩნდა რამდენად მაღალია ქვეყნის დემოკრატიულობა. მისივე თქმით, ხალხი განკარგავს და განსაზღვრავს ვინ უნდა აირჩიოს:

„ამ არჩევნებით ვაჩვენეთ, რომ საქართველოში დემოკრატია დამყარდა ნამდვილად. ხალხმა აირჩია ხელისუფლება, ხალხი განკარგავს და განსაზღვრავს ვინ უნდა აირჩიოს. მე ვფიქრობ, რომ ღირსეულ არჩევანსაც გააკეთებენ. თუმცა, კითხვები ბევრია, რა თქმა უნდა.“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმაკრონი: “ჩვენ თავი გვაქვს დასაცავი ჩინეთისგან, რუსეთისგან და აშშ-სგანაც კი”
შემდეგი სტატიაევროკომისარი უკრაინას კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერებისკენ მოუწოდებს