ირაკლი ღურწკაია: “ჩემთვის მიუღებელია იმ ძალის მხარდაჭერა, რომელიც ახალაიების, ქარდავების და სხვა მაღალჩნოსნების შეწყალებას აპირებს“

“ევროპული საქართველო” ერთ-ერთმა ლიდერმა, ზუგდიდის საკრებულოს წევრმა, ირაკლი ღურწკაიამ პარტია დატოვა. მისი თქმით მხარს ვერ დაუჭერს იმ ძალას, რომელიც აპირებს ახალაიებისა და სხვა მაღალჩინოსნების შეწყალებას.

როგორც ღურწკაიამ განაცხადა მასზე არანაირი სახის ზეწოლა არ განხორციელებულა და ეს გადაწყვეტილება თავად მიიღო.

„ჩემთვის ცნობილი იყო, რომ „ევროპულ საქართველოს“ არანაირი კავშირი აღარ ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“, მაგრამ ყველაფერს ფარდა აეხადა. ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის მიუღებელია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად მუშაობა და ვტოვებთ „ევროპულ საქართველოს“. ეს არის ჩემი და ჩემი მეგობრების გადაწყვეტილება. ჩემთვის მიუღებელია იმ ძალის მხარდაჭერა, რომელიც ახალაიების, ქარდავების და სხვა მაღალჩნოსნების შეწყალებას აპირებს“, – აცხადებს ირაკლი ღურწკაია.

banner
წინა სტატიაშისოფიო ქაცარავა და ზვიად კვაჭანტირაძე ბრიფინგს გამართავენ
შემდეგი სტატიამაკრონი: “ჩვენ თავი გვაქვს დასაცავი ჩინეთისგან, რუსეთისგან და აშშ-სგანაც კი”