ამერიკის შეერთებული შტატების მომავალი სახელწმიფო მდივანი მაიკ პომპეო აცხადებს, რომ რუსეთთან რბილი პოლიტიკის დრო დასრულდა. ამის შესახებ guardian-ი წერს.
ამასთანავე ცნობილი ხდება, რომ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი მაიკ პომპეო დღეს დანიშნულ მოსმენაზე, რომელზეც სახელმწიფო მდივნის პოსტზე მისი კანდიდატურა უნდა დაამტკიცონ, მოსკოვის მიმართ უფრო მკაცრი დამოკიდებულების საჭიროებაზე ილაპარაკებს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი თანამდებობიდან 13 მარტს მოხსნეს. მაშინვე ცნობილი გახდა, რომ მის ადგილს ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს (CIA) დირექტორი მაიკ პომპეო დაიკავებდა.