წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი არასრულწლოვნები, რუსთავში ლომბარდს თავს დაესხნენ

რუსთავში, არასრულწლოვნები ცივი იარაღით შეიარაღებული გვაინ ღამით ერთ-ერთ ლომბარდს თავს დაესხნენ.
ახალგაზრდები ლომბარდში ტელეფონის ჩასაბარებლად მივიდნენ, რაზეც ლომბარდის ოპერატორმა უარი უთხრა. „კურიერის“ ინფორმაციით, არასრულწლოვნები რამდენჯერმე ნასამართლევები არიან

თავდაპირველად საქმე ნივთის დაზიანების ან განადგურების მუხლით აღიძრა, თუმცა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისა და თვითმხილველების დაკითხვის შემდეგ, მუხლი გადაკვალიფიცირდა და ამ დროისთვის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ხულიგნობას გულისხმობს. სამართალდამცველებმა ერთი პირი უკვე დააკავეს.

banner
წინა სტატიაში“ადამიანის უფლებათა ცენტრი” ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე დამნაშავეების დროულად გამოვლენას და დასჯას ითხოვს
შემდეგი სტატიამაიკ პომპეო: რუსეთთან რბილი პოლიტიკის დრო დასრულდა