მაჭარაშვილი – ეროვნული ბანკის ბრძანება კონსტიტუციის შესაბამისია, რომელიც საქართველოს მოქალაქეს უსაფუძვლო და უარგუმენტო სანქციებისგან დაიცავს

ეროვნული ბანკის ბრძანება კონსტიტუციის შესაბამისია, რომელიც საქართველოს მოქალაქეს უსაფუძვლო და უარგუმენტო სანქციებისგან დაიცავს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განუცხადა.

როგორც გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, ბრძანება გამოიცა არა ფარცხალაძისთვის, არამედ საქართველოს მოქალაქეებისთვის.

„მერამდენედ უნდა გამოჩნდეს, რომ ეს ხალხი პირდაპირი აგენტები არიან და ნებისმიერ საკითხს პოლიტიკისთვის იყენებენ. ეროვნული ბანკის ბრძანება კონსტიტუციის შესაბამისია, რომელიც საქართველოს მოქალაქეს უსაფუძვლო და უარგუმენტო სანქციებისგან დაიცავს. როცა ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდება, მასზე დაცვის ეს მექანიზმი ვერ გავრცელდება. ანუ, ეს ბრძანება გამოიცა არა ფარცხალაძისთვის, არამედ საქართველოს მოქალაქეებისთვის. სამწუხადოდ, უცხოური ხალხის წარმომადგენლების სახე კიდევ ერთხელ გამოჩნდა. ეს ხალხი პირდაპირ ამბობს – სტატუსი არ გვეკუთვნის, იარაღს ავიღებთო, რევოლუცია გვინდაო. პრეზიდენტი რეზიდენტი იყო და როცა მართლა რეზიდენტი გახდა, ახლა პრეზიდენტს ეძახიან. ეს მათი რეალური სახეა. ეს ხალხი ამერიკაზე, უკრაინაზე საუბრობს და არც ერთ შემთხვევაში საქართველოზე. პოლონეთის პრეზიდენტმა თქვა, უკრაინა იძირება და ჩვენ არ ჩავყვებითო. ეს ხალხი საქართველიში ამერიკისა და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები არიან“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიჩრდილოეთ კორეა რუსეთს თითქმის ერთი წელია ამარაგებს ჭურვებითა და რაკეტებით – The Economist
შემდეგი სტატიარაქვიაშვილი – ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი დიდწილად ბუტაფორიაა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ძალიან დიდ ძალაუფლებას ფლობს