ჩრდილოეთ კორეა რუსეთს, დაახლოებით ერთი წელია, 152 მმ-იანი ჭურვებითა და “კატიუშას” ტიპის რაკეტებით ამარაგებს. ამის შესახებ გამოცემა The Economist-ი აშშ-ის დაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემა განმარტავს, რომ ჩრდილოეთ კორეას შეუძლია რუსეთის ფედერაციას მიაწოდოს დრონები და რაკეტები, როგორიცაა KN-23, რომლებიც რუსული ისკანდერის რაკეტის თითქმის ზუსტი ასლია. მას შეუძლია კრემლს ასევე შესთავაზოს თვითმავალი ჰაუბიცები და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები.
“რუსეთი იარაღს ყიდულობს ჩრდილოეთ კორეიდან და ირანიდან, რადგან ორივე რეჟიმი ისედაც დააზიანა საერთაშორისო სანქციებმა და მათ არაფერი აქვთ დასაკარგი და ბევრი სარგებლის მიღება შეუძლიათ პუტინთან ბიზნესის კეთებით”, – ნათქვამია სტატიაში.
ჩრდილოეთ კორეის დიქტატორი კიმ ჩენ ინი რუსეთში სექტემბერში ჩავიდა და ვოსტოჩნის კოსმოდრომზე ვლადიმერ პუტინს შეხვდა. უკრაინის წინააღმდეგ ომს უწოდა “წმინდა ბრძოლა” უწოდა და კრემლის ლიდერს “გამარჯვება” უსურვა.
შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ იარაღის მიწოდების შემთხვევაში რუსეთსა და ჩრდ. კორეას ახალი სანქციები დაუწესდებათ.