რაქვიაშვილი – ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი დიდწილად ბუტაფორიაა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ძალიან დიდ ძალაუფლებას ფლობს

კანონის თანახმად, ეროვნული ბანკი ერთპიროვნულად იმართება და საბჭოს ძალიან ცერემონიული ფუნქციები აქვს. ერთადერთი პრობლემა რაც არის, თურნავას არ ჰყავს მოადგილეები, მაგრამ სხვა მხრივ ეროვნული ბანკის ფუნქციონირებას დიდი პრობლემები არ შეექმნება, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

როგორც რაქვიაშვილმა აღნიშნა, საბჭოს წევრი დიდწილად ბუტაფორიაა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ძალიან დიდ ძალაუფლებას ფლობს.

ზოგადად კომფორტული არ იქნება, შიდა საქმეებში საბჭოს გადაწყვეტილებებს იღებდა, მაგალითად შიდა აუდიტის ნაწილში და ა.შ, მაგრამ რაც შეიძლება მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი იყოს მონეტარული პოლიტიკის ნაწილი ან საბანკო ზედამხედველობა, 90% შემთხვევაში ყველა გადაწყვეტილებას საბჭოსთან არანაირი თანხმობა, რომ არ სჭირდება ისე ერთპიროვნულად იღებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ამ შემთხვევაში პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ამიტომ არც არაფერი მოხდება. უბრალოდ კარგი მაგალითია იმის, რამდენად ფიქცია ის სისტემა მმართველობის, რომელიც ეროვნულ ბანკშია. საბჭოს წევრი დიდწილად ბუტაფორიაა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ძალიან დიდ ძალაუფლებას ფლობს. ყველაზე კარგი გამოსავალი იყო, რომელსაც მე პრეზიდენტსაც და „ქართულ ოცნებასაც“ ვთავაზობდით საჯაროდ, კანონი შეგვეცვალა, რომ საბჭო გამხდარი საბჭო, როგორც იყო, სანამ ადეიშვილმა ქადაგიძისთვის არ შექმნა ერთპიროვნული მმართველობა ეროვნულ ბანკში და ისე დაგვრჩა. ადრე საბჭო იღებდა გადაწყვეტილებებს და საბჭოს წევრს ბევრად მეტი ფუნქციები ჰქონდა. კანონი, რომ შეიცვალოს და საბჭო საბჭო გახდეს, გადაწყვეტილების მიღების უფლება გაუჩნდეს, მაშინ ეს პრობლემა ვინ იქნება ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, მოიხსნება. სხვა შემთხვევაში ამ ჩიხიდან ვერ გამოვალთ, ვიდრე „ქართულო ოცნება“ არ შეიცვლება ან პრეზიდენტი“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმაჭარაშვილი – ეროვნული ბანკის ბრძანება კონსტიტუციის შესაბამისია, რომელიც საქართველოს მოქალაქეს უსაფუძვლო და უარგუმენტო სანქციებისგან დაიცავს
შემდეგი სტატიასარჯველაძე – სუს-ის განცხადების შემდეგ, ოპოზიციამ ქილიკი დაიწყო, თუმცა გუშინდელმა დღემ დაადასტურა, რომ მათი ერთადერთი გეგმა და იმედი სისხლიანი რევოლუციის განვითარებაა