ლუკაშენკომ უკრაინის მახლობლად „სამობილიზაციო წვრთნები“ დაგეგმა – მედია

22 ივნისიდან 1-ლი ივლისის ჩათვლით, უკრაინის მოსაზღვრე ბელორუსის გომელის რაიონში სამხედრო კომისარიატებთან დაგეგმილი სამობილიზაციო წვრთნები გაიმართება. ამის შესახებ ბელორუსის სახელმწიფო მედიასაშუალება BelTA წერს.

„სწავლების დროს მოძრაობა შეიზღუდება შეიარაღებული ძალების ობიექტების მიმდებარე გარკვეულ ტერიტორიებზე. გარდა ამისა, დაგეგმილია სახანძრო სწავლება გომელის რაიონში მდებარე პოლიგონებზე“, – განაცხადა გომელის ოლქის სამხედრო კომისარმა ანდრეი კრივონოსოვმა.

banner
წინა სტატიაშისომხეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მეზობელ საქართველოსთან ურთიერთობების განვითარებას – სომხეთის პრეზიდენტი
შემდეგი სტატიასამგორში არასრულწლოვნებს შორის სისხლიანი გარჩევის შედეგად 15 წლის მოზარდი დაიჭრა