ლუკაშენკო – “ჰამასი”, არა “ჰამასი” – მნიშვნელობა არა აქვს”

ალექსანდრე ლუკაშენკო ირწმუნება, რომ 23 მაისს Ryanair-ის თვითმფრინავმა, სადაც ოპოზიციონერი ბელორუსი ჟურნალისტი იმყოფებოდა, 23 მაისს საგანგებო დაშვება განახორციელა ბორტზე არსებული ნაღმის შესახებ შეტყობინების გამო, რომელიც შვეიცარიიდან მიიღო – ასეთი განცხადებით გამოვიდა ის პარლამენტარებთან, საკონსტიტუციო კომისიისა და სახელმწიფო მმართველობის ორგანოების შეხვედრაზე 26 მაისს – “დოიჩე ველე” წერს.

ლუკაშენკოს თქმით, ნაღმის შესახებ ინფორმაცია ერთდროულად ათენის, ვილნიუსისა და მინსკის აეროპორტებში შევიდა იმ მომენტში, როცა თვითმფრინავი ბელორუსის საჰაერო საზღვარზე იმყოფებოდა. “ჰამასი”, არა “ჰამასი” – დღეს ამას მნიშვნელობა არა აქვს” – განაცხადა მან. ოფიციალურმა ბელორუსმა ადრე გაავრცელა, რომ შეტყობინება პალესტინური დაჯგუფება “”ჰამასისგან” იყო მიღებული, რაც შემდეგ “ჰამასმა” უარყო.

23 მაისს Ryanair-ის თვითმფრინავი ათენი-ვილნიუსის მიმართულებით რეგულარულ რეისს ასრულებდა. მის ბორტზე ოპოზიციონერი ბლოგერი რომან პროტასევიჩი იმყოფებოდა. თვითმფრინავმა ბელორუსის დედაქალაქში საგანგებო დაშვება განახორციელა მას შემდეგ, რაც შეატყობინეს, რომ თვითმფრინავში ბომბია, რომლიც არასწორი აღმოჩნდა. თვითმფრინავს ბელორუსის სამხედრო ძალების გამანადგურებლები აცილებდნენ, რომელიც პირადად ლუკაშენკოს ბრძანებით მოქმედებდნენ..
თვითმფრინავის გატაცება მკაცრად დაგმეს ევროკავშირმა, აშშ-მ და ნატომ. ის ნატოს სამიტზე ერთ-ერთიმნიშვნელოვანი თემა იქნება.

ბლოგერთან ერთად დაკავებული რუსეთის მოქალაქეს, რომელიც რომან პროტასევიჩთან ერთად ტელეგრამ-არხ “ნეხტას” თანადამფუძნებელია, გუშინ 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს.

banner
წინა სტატიაშიისლანდიის პრეზიდენტი – გილოცავ, საქართველო, იმედი მაქვს, ოდესმე ვეწვევი თქვენს ქვეყანას
შემდეგი სტატიაპოლონეთის პრეზიდენტი – ქართველებო, გელოდებით ნატოში