პოლონეთის პრეზიდენტი – ქართველებო, გელოდებით ნატოში

პოლონეთისა და პოლონელების სახით გყავთ საიმედო მოკავშირე, რომელიც ყველა ღონეს იხმარს, რათა მხარი დაუჭიროს საქართველოს და მის მისწრაფებას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში – ამ სიტყვებით მიულოცა პოლონეთის პრეზიდენტმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ქვეყნის მოქალაქეებსა და თავისუფლების მოედანზე სიტყვით გამოსვლისას ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის აუცილებელ პირობებზე ისაუბრა:

ჩვენი გამოცდილებით ვიცით, რაოდენ დიდ ძალისხმევას მოითხოვს რეფორმები და რომ ნატომდე და ევროკავშირამდე მისასვლელი გზა რთულია, ის ზოგჯერ დაუსრულებელიც გვეჩვენება.

ძვირფასო მეგობრებო, დამოუკიდებლობა, თავისუფლება, დემოკრატია, პატივისცემა და სოლიდარობა, ეს ის პრინციპებია, რომელიც ჩვენს ურთიერთობებს ედება საფუძვლად. ქართველებო, გელით გაერთიანებულ ევროპაში, რადგან საუკუნეებია თქვენ მისი მემკვიდრეობის ნაწილი ხართ, ქართველებო, გელოდებით ნატოში, იმიტომ, რომ ხართ ამაყი ერი, რომელიც იმსახურებს თავისუფლებას, უსაფრთხოებას და საკუთარი მომავლის და კეთილდღეობის შენებას. პოლონეთის სახით გყავთ მეგობარი, რომელიც გააგრძელებს თქვენს მხარდაჭერას ამ გზაზე” თქვა ანჯეი დუდამ სიტყვით გამოსვლისას.

banner
წინა სტატიაშილუკაშენკო – “ჰამასი”, არა “ჰამასი” – მნიშვნელობა არა აქვს”
შემდეგი სტატიანიკა მელია დღეს სამეგრელოსა და აჭარის მოსახლეობას ხვდება