ლონდონმა სირიის შესახებ ამერკულ-რუსული შეთანხმება დადებითად შეაფასა

დიდი ბრიტანეთის და რუსეთის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა, ბორის ჯონსონმა და სერგეი ლავროვმა, სატელეფონო საუბარში სირიაში და უკრაინაში შექმნილი სიტუაციები შეაფასეს – დიალოგი რამდენიმე საათის წინ შედგა.
“ბორის ჯონსონმა, კერძოდ, დადებითად შეაფასა რუსულ-ამერიკული შეთანხმება, რომელიც სერგეი ლავროვსა და აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ჯონ კერის შორის დაიდო 9 სექტემბერს ჟენევაში და წარმატებით განსახორციელებლად, თანამშრომლობაზე მზაობა გამოთქვა” – კრემლის საიტი ავრცელებს.

სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება დღეს საღამოდან შევა ძალაში. შაბათ-კვირას სირიის ქალაქები ისევ იბომბებოდა.
ათდღიანი “პაუზის” განმავლობაში ტერორისტების პიოზიციების დაბომბვა გაგრძელდება.
სირიულმა მედიამ შაბათს გაავრცელა, რომ პრეზიდენტი ასადი აშშ-რუსეთის შეთანხმების წინააღმდეგია, რომელიც რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებების შედეგად იქნა მიღწეული.
ჯერჯერობით უცნობია, შეთანხმებას მხარს დაუჭერენ თუ არა სხვადსხვა ამბოხებული დაჯგუფებები.
სირიის დამოუკიდებელი არმია შეთანხმებას პოზიტიურად შეხვდა.

ბორის ჯონსონი ხვალ კიევს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.