დიმიტრი ხუნდაძე ხალხმა შეხვედრიდან გააგდო, ჩოჩელის ბანერები კი – დაწვა?

14329051_1194937947196371_1755720314_nრა ხელშეკრულებას უფორმებს მორგოშია მოსახლეობას და რატომ დაასამარა ივანიშვილმა ბურჯანაძე

 

ამჯერად, „თაიმერს“ მხოლოდ სკანდალური ინფორმაცია კი არ მოაწოდეს, არამედ, ფოტებიც, რომელზეც, როგორც წყარო აცხდებს, მცხეთის საკრებულოს თავმჯოდმარე ჯემალ სოლოღაშვილია ასახული, რომელსაც მცხეთის რაონის ერთ-ერთი სოფლიოს მოსახლეობამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

„შეიძლება, ხალხი უშუალოდ სოლოღაშვილს არაფერს ერჩის, მაგრამ საქმე იმაშია, რომ სოლოღაშვილი „ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის, დიმიტრი ხუნდაძის მამიდის ქმარია და ამ შეხვედრაზე ხუნდაძეს ახლდა,“ – ეუბნება „თაიმერს“ ჩვენი წყარო, რომელიც საუბრის დროს იმასაც აღნიშნავს, რომ ხუნდაძის და, ზოგადად, „ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატების შეხვედრებზე მოსახლეობა იძულების წესით გაჰყავთ.

„ამ წინასაარჩევნო შეხვედრებზე ადამიანები ან ძალით მიჰყავთ, ან როგორც წესი, ისინი მიდიან შეხვედრაზე, რომლებიც საბიუჯეტო ორგანიზაციებში არიან დასქმებულები და სამსახურების დაკარგვის ეშინიათ. ამას გარდა, არსებობს კიდევ ერთი მომენტი, როცა წინასაარჩევნო შეხვედრებში „ოცნება“ ე.წ. ცნობილ სახეებს, ვთქვათ, მომღერლებს იყენებს და მოსახლეობა, განსაკუთრებით რაიონებში, სადაც კულტურული ღონისძიებები ძალიან იშვიათად ტარდება, შეხედრაზე იმიტომ მიდის, რომ ცოცხალი მომღერალი ან მსახიობი ახლოდან ნახოს.

14339865_1194937880529711_2134951151_o

რაც შეეხება ხუნდაძეს, ამ პიროვნებამ ახალი სატყუარა მოიფიქრა – მას შემდეგ, რაც დაინახა, რომ ხალხი დასანახად ვერ იტანს და როგორც კი ქუჩაში საარჩევნო აგიტაციის მიზნით გამოჩნდება, ან უსტვენენ, ან რაღაცებს ესვრიან, ეგრევე საქმეში „ოცნების“ ბოსები ჩართო, მაგალითად, ერთ-ერთ შეხვედრაზე ვოლკსისთან ერთად მივიდა. ისეთი მომენტიც იყო, როცა შეხვედრაზე მარტო მისვლა ვერ გაბედა და ცოლი და მთელი მისი სადაქალო გაიყოლა,“ – უყვება „თაიმერს“ კონფიდენციალური წყარო, რომელიც აქვე იმასაც დასძენს, რომ იგივე მცხეთის რაიონში მთლად სახარბიელოდ საქმე არც მაჟორიტარობის დამოუკიდებელ კანდიდატ ცეზარ ჩოჩელს აქვს.

„არ ვიცი, ამის შესახებ ტელევიზიებმა რატომ არაფერი თქვეს, მაგრამ გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით, რომ მცხეთის რაიონში სოფელ ძეგვში, ალბათ, ადგილობრივმა მოსახლეობამ ჩოჩელის ბანერს ცეცხლი წაუკიდა და დაწვა. ეს ინციდენტი ორი დღის წინ მოხდა, თან ბანერი ახალი გაკრული იყო. ახლა, შეიძლება, ვინმემ თქვას, რომ ეს ყველაფერი პროვოკაცია და კონკურენეტების მიერ არის მოწყობილი, მაგრამ ხომ გაგიგიათ, ხალხი ბრძენია და ყველამ ყველაფერი კარგად იცის, ანუ იმის თქმა მინდა, რომ მოსახლეობა აღარ „ბოლდება“ და ზუსტად ხვდება, რომ იგივე ჩოჩელი „ნაციონალების“ მეგობარი ბიზნესმენია, ხუნდაძე კი, კაცმა არ იცის, ვინ არის – „ოცნებას“ ეგ აღარ ჭირდება და მისი გულისთვის თავს არც სხვა პარტიები მოიკლავენ“, – ამბობს „თაიმერის“ წყარო ჩვენთან საუბრის დროს.

სხვათა შორის, ჩვენი წყარო კიდევ ერთი ინციდენტის შესახებ ყვება, რომელიც მცხეთის რაიონში კი არა, დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში მოხდა და ეს ინციდენტიც „ოცნების“ წარომადგენელს უკავშირდება.

14285088_1194938023863030_811766897_o

„ამ ადამიანის გვარს შეგნებულად არ დავასახელებ, რადგან ვიდრე პოლიტიკოსი გახდებოდა, როგორც სახელოვნებო სფეროს წარმომადგენელი, ხალხის სიყვარულით სარგებლობდა და არ მინდა, გული ვატკინო, თუმცა ყველამ იცის, ბოლო წუთში „ოცნებამ“ მაჟორიტარობის კანდიდატობიდან რატომაც მოხსნა. მოკლედ, ეს ადამიანი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა, მაგრამ ხალხმა კვერცხები და პამიდვრები ესროლა, თან ეს ამბავი ისე „გაბაზრდა“, რომ მმართველი პარტიის პოლიტსაბჭო იძულებული გახდა, სასწრაფოდ გადამჭრელი ზომები მიეღო,“ – ამბობს წყარო, რომელიც ასევე, ქართული პოლიტკის კიდევ ერთ „ნოუ-ჰაუზე“ გვიყვება.

„ახლა, არ მითხრათ, ამ მცხეთას რას გადავეკიდე, მაგრამ კი არ გადავეკიდე, უბრალოდ, ჩემი სამოძრაო კვადრატი ზოგადად, მცხეთა-მთიანეთის რეგიონია და იქაური ამბები ზედმიწევნით კარგად ვიცი, თუმცა შემიძლია, სხვა რეგიონებზეც მოგიყვეთ, მით უმეტეს, ის, რის თქმასაც ახლა ვაპირებ, სხვაგანაც აპრობირებულია. მოკლედ, ყველა პარტიას საარჩევნოდ თავისი სტრატეგია და ტაქტიკა აქვს და თუ ამით კანონს არ არღვევს, ღმერთმა ყველას ხელი მოუმართოს. კანონს აშკარად არ არღვევენ, მაგრამ ერთ მაგარ ავანტიურაზე მიდან „პატრიოტები“ – ამომრჩეველს ხელშეკრულებას უფრომებენ, სადაც წერია, რომ კონკრეტული ადამაიანი 8 ოქტომბერს ხმას უპირობოდ აძლევს „პატრიოტებს“. აი, მაგალითად, მცხეთის რაიონში „პატრიოტების“ მაჟორიტარობის კანდიდატს, თუ არ ვცდები, გვარად მორგოშიააა ეს ბიჭი, ეგეთი 9 ათასამდე ხელშეკრულება აქვს უკვე გაფორმებული. ზოგადად, ჩოჩელის და ხუნდაძის ფონზე, ეს ტიპი ნორმალურ შთაბეჭდილებას ტოვებს და მე პირადად, მგონია, რომ სწორედ ამის გამოა, რომ მაგის შეხვედრებზე ხალხი თავისი სურვილით მიდის, მაგრამ მთელი პრობლემა ის არის, რომ საზოგადოებაში საერთო ნიჰილიზმია და თუ 8 ოქტომბერს ამომრჩევლის აქტიურობა არ იქნება, ამით „ოცნება“ და ისევ „ნაცები“ ისარგებლებენ,“ – ამბობს „თაიმერთან“ საუბრის დროს ჩვენი წყარო, რომელიც ივანიშვილის ბოლო განცხადებასაც ეხება და მიიჩნევს, რომ ყოფილმა პრემიერმა უბლოკო სტატუსის უარყოფით ბურჯანაძის, როგორც პოლიტიკური ფიგურის პოლიტიკური მომავალი სამუდამოდ წარსულში დატოვა.

 

banner
წინა სტატიაშილონდონმა სირიის შესახებ ამერკულ-რუსული შეთანხმება დადებითად შეაფასა
შემდეგი სტატიაპარიზში 15 წლის ტერორისტი დააკავეს