ლონდონის მეტროში მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს

ლონდონში გოლდერს-გრინის მეტროსადგურიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

განგაშის გამო ლონდონის ებრაულ დასახლებაში მდებარე მეტროსადგური დაიკეტა.

ამჟამად პოლიცია მეტროსადგურის შესასვლელთან მდგარ საეჭვო ავტომობილს ათვალიერებს. სამართალდამცველები მანქანის მეპატრონის ვინაობის დადგენას ცდილობენ.

ადგილზე მობილიზებულები არიან სამაშველო რაზმები და გამნაღმველები.

banner
წინა სტატიაშისაკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ შესაძლოა, მოსამართლეებზე ზეწოლის კონკრეტული ფაქტები გაასაჯაროვოს
შემდეგი სტატიააუდიტის სამსახურში ლევან ვარშალომიძის გამოკითხვა მიმდინარეობს