საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ შესაძლოა, მოსამართლეებზე ზეწოლის კონკრეტული ფაქტები გაასაჯაროვოს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ შესაძლოა, მოსამართლეებზე ზეწოლის კონკრეტული ფაქტები გაასაჯაროვოს

giorgi_papuashvili_საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ შესაძლოა, მოსამართლეებზე ზეწოლის კონკრეტული ფაქტები გაასაჯაროვოს. ეს სავარაუდოდ, გიორგი პაპუაშვილის და არასამთავრობო ორგანიზაციების დაანონსებულ შეხვედრაზე მოხდება. სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სასამართლოს თავმჯდომარესთან შეხვედრა სამართალდამცველების მხრიდან პაპუაშვილის განცხადების იგნორირების და გამოძიების დაწყების შეყოვნების გამო დაგეგმეს.

არასამთავრობოები დღევანდელ შეხვედრასთან დაკავშირებით მართავენ კონსულტაციებს, თუმცა შეხვედრის კონკრეტული დრო ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ განცხადება გასულ კვირას გააკეთა. საქმე ეხება მუქარას თვალთვალს მოსამართლეების მიმართ. როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, ხდება პირადი ცხოვრებით შანტაჟი, ასევე ოჯახის წევრებზე მუქარა, მათი ბიზნესსაქმიანობაში მიზანმიმართულად ხელის შეშლასთან დაკავშირებით. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს არ დაუკონკრეტებია თუ რომელი გახმაურებული საქმეების მოსამართლეებზე მიმდინარეობს ზეწოლა და მუქარა, ასევე ვინ არის ამის ავტორი.

როგორც ცნობილია, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ქვეყნის ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრაც მოითხოვა, თუმცა კონკრეტული თარიღი ცნობილი არ არის.

banner
წინა სტატიაშიოპერისა და ბალეტის თეატრში მიმდინარე პროცესებს კულტურის სამინისტრო ეხმაურება
შემდეგი სტატიალონდონის მეტროში მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს