ლონდონის გატვიკის აეროპორტში დრონის გამო ისევ გადაიდო რეისები

ლონდონის გატვიკის აეროპორტის ხელმძღვანელებმა პარასკევს ჰაერში საეჭვოდ შენიშნული დრონების გამო რეისები ისევ გადადეს. აეროპორტი 17.00 საათისთვის დაიკეტა, თუმცა საათნახევარში ისევ აღდგა მუშაობა. “ჩვენ ახლახანს მივიღეთ შეტყობინება, რომ უპილოტო შეამჩნიეს, ამ ინფორმაციას ვამოწმებთ. შემოწმების პერიოდში, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, რეისები შევაჩერეთ ” – აეროპორტის ადმინისტრაციამ გაავრცელა.
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ დრონების გამოჩენა არ დაადასტურა. საგრაფოს პოლიციამ ინციდენტის გამოძიება დაიწყო.
თავდაპირველად გავტიკი ხუთშაბათს, ადგილობრივი დროით საღამოს ცხრა საათზე დაკეტეს, მაშინ ორი დრონი შეამჩნიეს. ფრენები ღამის სამ საათზე აღდგა, მაგრამ 45 წუთში ისევ იგივე მიზეზით შეწყდა – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაშიცოტნე გამსახურდია – სალომე ზურაბიშვილის განცხადება მეტყველებს იმ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე, რომელიც მას თურმე, გააჩნია
შემდეგი სტატიალატვიაში “კგბ”- ს არქივი გახსნეს, იქ აღმოჩნდნენ ეკლესიის მეთაური, ყოფილი პრემიერი, ბიზნესმენიები, პოლიტიკოსები