ლატვიაში “კგბ”- ს არქივი გახსნეს, იქ აღმოჩნდნენ ეკლესიის მეთაური, ყოფილი პრემიერი, ბიზნესმენიები, პოლიტიკოსები

20 დეკემბერს ლატვიაში საბჭოთა კავშირის დროინდელი “კგბ”-ს არქივი გახსნეს. კარტოთეკაში 10 ათასზე მეტი სახელი და გვარია. ამ ადამიანებიდან უმეტესობა 80-იანი წლების ბოლოსკენ გადაიბირეს უშიშროების სამსახურებმა, მიმდინარე მომენტში რამდენიმე მათგანი აქტიურ პოლიტიკაში არიან, მართავენ ბიზნესებს ან საზოგადოებრივ მოღვაწეობას ეწევიან. მათ შორის აღმოჩნდნენ ლავლიელი ბანკირი და საფეხბურთო კლუბ “ბლეკპულის” მფლობელი ვალერი ბელოკონია. ის “მიაჩიკოვის” ფსევდონიმით გაზეთ “საბჭოთა ახალგაზრდობის” კორესპონდენტად მუშაობდა. მას ეკუთვნის ბანკი, მედია ორგანიზაციები და საზოგადოებრივ მოღვაწეობას ეწევა, მათ შორის, ის მასპინძლობდა ტრამპების ოჯახს.
კარტოთეკაში არის, ასევე, ალექსანდრ კუდრიაშოვი, რომელიც მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელია, ახლა კი რიგის და ლატვიის მიტროპოლიტია.
გხსხნილ არქივში ბევრი ლატვიელი პოლიტიკოსის სახელი და გვარია, რომლებიც 1990-ინი წლებიდან პოლიტიკაში არიან. ერთ-ერთი მათგანო ივარ გოდმანისი ქვეყნის უმაღლეს საბჭოში იყო და მან მიიღო ლატვიის დამოუკიდებლობის დეკლარაცია, გარდა ამისა, ის იყო შს მინისტრი, პრემიერ-მინისტრი, ევროპარლამენტის დეპუტატი. მას სამი ვარსკვლავის ორდანი აქვს მიღებული – ლატვიის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო – “ბიბისი” წერს.
ეროვნული არქივი მასალების გამოქვეყნებას გააგრძელებს.

banner
წინა სტატიაშილონდონის გატვიკის აეროპორტში დრონის გამო ისევ გადაიდო რეისები
შემდეგი სტატიააფხაზეთის სახელმწიფო კაპელას სარეპეტიციო დარბაზი დღეს საზეიმოდ გაიხსნა