ლონდონის ექს-მერი: ევროკავშირი და ჰიტლერი ერთი და იგივეა

ლონდონის ექს-მერი: ევროკავშირი და ჰიტლერი ერთი და იგივეა

2ლონდონის ყოფილმა მერმა, ბორის ჯონსონმა ევროკავშირის მიზნები ჰიტლერის გეგმას შეადარა და განაცხადა, რომ ორივე მათგანის მიზანი ევროპის გაერთიანება იყო ერთი ხელისუფლების ქვეშ.
ევროპის ისტორიაში ჩვენ ვხვდებით “რომაელების ხელდასმით მსოფლიოს გაერთიანების ოქროს აღორძინების” იდეის მცდელობას.

ჯონსონის თქმით, ვერც ნაპოლეონმა და ვერც ჰიტლერმა ვერ შეძლეს ევროპის გაერთიანება, ევროკავშირი კი იგივე უნდა გააკეთოს, სხვა მეთოდებით.
“საქმის არსი იმაშია, რომ ევროპას ლოიალურობა აკლია. არ არსებობს ერთი ხელისუფლება, რომლის პატივისცემა ექნება ყველას და ეს არსი ის, რის გამოც იქმნება დემოკრატიული ვაკუუმი”- თვლის ბორის ჯონსონის იდეის ერთ-ერთი მხარდამჭერი.
ჯონსონი ბრიტანელებს მოუწოდებს კენჭი უყარონ ევროკავშირიდან ბრიტანეთის გამოსვლას, რომლის შესახებაც რეფერენდუმი მომავალ თვეში ჩატარდება.

banner
წინა სტატიაშირელიგიის სააგენტო კათოლიკე, სომეხთა მართლმადიდებელ და ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიას სულთმოფენობას ულოცავს
შემდეგი სტატია(VIDEO) ექსკლუზივი:აფხაზები მსოფლიო პატრიარქს საქართველოს კანონიკური საზღვრიდან გაყვანას სთხოვენ