რელიგიის სააგენტო კათოლიკე, სომეხთა მართლმადიდებელ და ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიას სულთმოფენობას ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს კათოლიკე, სომეხთა მართლმადიდებელ და ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიას სულთმოფენობას ულოცავს.

”დღეს საქართველოს კათოლიკე, სომეხთა მართლმადიდებელი და ევანგელურ-ლუთერული ეკლესია სულთმოფენობას ზეიმობს. სახარების მიხედვით, ქრისტეს ამაღლებიდან მეათე დღეს გადმოვიდა ქრისტეს მოწაფეებზე სულიწმინდა, რითაც მოციქულებზე ენათა ცოდნის მადლი გადავიდა, რათა მათ ქრისტეს ცხოვრებასა და სასწაულებზე ექადაგათ. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულს, წარმატებებსა და კეთილდღეობას გისურვებთ”, – ნათქვამია მილოცვაში.

banner
წინა სტატიაშიშორენა ბეგაშვილი ევას ოპერაციის შემდეგ პირველ კომენტარს ავრცელებს
შემდეგი სტატიალონდონის ექს-მერი: ევროკავშირი და ჰიტლერი ერთი და იგივეა