კლინიკაში მყოფი 3 კრიტიკული პაციენტიდან ერთის მდგომარეობა დასტაბილურდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, კლინიკაში მყოფი 3 კრიტიკული პაციენტიდან ერთის მდგომარეობა დასტაბილურდა. მისივე თქმით, მეორე პაციენტთანაც შეინიშნება მდგომარეობის გაუმჯობესება.

“სამი კრიტიკული პაციენტიდან ერთის მდგომარეობა დასტაბილურდა და კრიტიკულად აღარ ითვლება, გვრჩება მძიმე პნევმონიებიდან კრიტიკული მხოლოდ ორი პაციენტი, თუმცა ერთერთ მათგანთან უკვე სტაბილიზაცია შეინიშნება. ერთი პაციენტის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. პროგნოზის გათვალისწინება ჯერჯერობით შეუძლებელია”- თქვა ეზუგბაიამ

მარინა ეზუგბაიას ინფომაციით, დღეს დილით კორონავირუსზე ექვსი სინჯია აღებული.

„გუშინ დღის განმავლობაში, ჩვენთან 16 პაციენტს ჩაუტარდა ტესტირება და მხოლოდ ერთი დადასტურდა, დანარჩენი ყველა იყო უარყოფითი და მათ შორის, წარმოებს იმ პირების მონიტორინგი, რომელთა გამოჯანმრთელებაზეც არის ლაპარაკი და ოთხი პაციენტიდან „პისიარ“ ტესტის უარყოფითი პასუხით იყო გამოჯანმრთელება მიღებული. ერთ-ერთთან კონცენტრაცია შემცირდა, მაგრამ პასუხი დადებითია და მისი მონიტორინგი გაგრძელდება“, – განაცხადა მარინა ეგუზბაიამ.

 

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 178 ფაქტი გამოავლინა
შემდეგი სტატიალევან რატიანი: 24 წლის ორსული კლინიკიდან რამდენიმე საათში გაეწერება