ლიეტუვაში რუსეთის საელჩოსთან მდებარე სკვერს ბორის ნემცოვის სახელი დაარქვეს 

ვილნიუსში რუსეთის საელჩოს წინ მდებარე სკვერისთვის ბორის ნემცოვის სახელის დარქმევის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

,,ამ სკვერს ბორის ნემცოვის სახელი დაერქვა არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის ლიეტუვას მეგობარი იყო, არამედ იმიტომაც, რომ ღირებულებები, რომლისთვისაც ის იბრძოდა – მშვიდობა, დემოკრატია, ადამიანის უფლებები, თავისუფლება – ეს უნივერსალური ფასეულობებია და ჩვენ ყველას გვსურს ვცხოვრობდეთ მსოფლიოში, სადაც ეს ღირებულებები მნიშვნელოვანია” –  ამის შესახებ ქალაქის მერმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ღონისძიებაში მონაწილეობას  ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკიავიჩუსი, ვილნიუსის მერი რემიგიუს შიმაშიუსი, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ვლადიმირ კარა-მურზა- უმცროსი, სანკტ-პეტერბურგის საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატი ბორის ვიშნევსკი იღებდნენ.

 

banner
წინა სტატიაშიგიორგი ანდრიაძე პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინეს
შემდეგი სტატია„რეალური არაფერი არ აქვთ, თვენახევარი ტყუილად ვარ დაკავებული. მთელი ცხოვრება კრიმინალს ვებრძვი. მე არ ვარ კრიმინალი.”