გიორგი ანდრიაძე პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინეს

საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით გიორგი ანდრიაძე კომენტარს ხვალ გააკეთებს. როგორც ანდრიაძემ აცხადებს, ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან ამ ეტაპზე საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციასთან დაკავშირებით დასტურს ელოდება. ამის შემდეგ პრეზიდენტობის მსურველი მზადაა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხოს.

პატრიარქის ფონდის მმართველი საბჭოს წევრი, საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე გიორგი ანდრიაძე პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინეს. ინფორმაცია ცესკო-ს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

კანდიდატი საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა, რომლის წევრები არიან ჯემ ბულენთ ქუჩუქალი, გიორგი შერვაშიძე,თენგიზ თავდგირიძე, უმით ოსმანაღაოღლუ, ლია ბახუთაშვილი, ჯანერ შაჰინბაშ, მერაბ მამულაშვილი, თემურ ჩალაბაშვილი, ნიკა ხუგაშვილი, ილია მხითაროვი, ვაჟა დავითაძე, კონსტანტინე მთავრიშვილი, ჰასან ზიიზ შევქეთბეიოღლუ, სადიქ ზია ენდეროღლუ და იოანე ანდრიაძე.

banner
წინა სტატიაშიჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა სექტემბერში სამიტს გამართავენ 
შემდეგი სტატიალიეტუვაში რუსეთის საელჩოსთან მდებარე სკვერს ბორის ნემცოვის სახელი დაარქვეს