ლევან რატიანი : იმედი მაქვს, პირველი ივნისიდან შევწყვეტთ კოვიდთან ბრძოლას და გადავალთ ჩვეულებრივ რეჟიმში

საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკაში დაახლოებით შვიდი დღეა, კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტი არ მიუღია. როგორც ლევან რატიანმა განაცხადა, ამ დროისთვის კლინიკაში 38 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.

„ამ ეტაპზე კლინიკაში გვყავს 47 პაციენტი. აქედან კოვიდინფიცირებული გვყავს 38 შემთხვევა. დღეს კლინიკიდან გამოჯანმრთელებულ მდგომარეობაში ეწერება ერთი პაციენტი. ველოდებით რამდენიმე პასუხს და ალბათ დღის მეორე ნახევარში დაემატება ოთხი გამოჯანმრთელებული.

დაახლოებით ექვსი შვიდი დღეა, ახალი შემთხვევა ჩვენს კლინიკას არ მიუღია. რეანიმაციაში ორი პაციენტი რჩება, ერთის მდგომარეობა სტაბილურია. შეფასდება მისი სომატური მდგომარეობა. სავარაუდოდ დღის მეორე ნახევარში გაეწერება სახლში შინ მოვლის პირობებში. ერთი პაციენტი რომელიც რეანიმაციაშია , მისი მდგომარეობა რჩება მძიმე მაგრამ ამ ეტაპზე მართვადია. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. აქედან ორი ქალბატონი არის ორსული. როგორც ნაყოფის ასევე ქალბატონების მდგომარეობა სტაბილურია. ველოდებით გამოჯანმრთელებაზე პირველად პასუხებს“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

მისივე ინფორმაციით, კლინიკამ 10 მარტიდან დღემდე 1500-მდე საეჭვო შემთხვევა მიიღო, საიდანაც 163 იყო კოვიდინფიცირებული.

„კლინიკამ ათი მარტიდან დღემდე გაატარა დაახლოებით 1500 მდე საეჭვო შემტხვევა, აქედან 163 იყო კოვიდდადასტურებული, საიდანაც 125-მა დატოვა კლინიკა. იმედია გაგრძელდება ასე. კლინიკაში პაციენტები გადანაწილებულია ორ სართულზე შემჭიდროვებულად. დღეს მთავრდება 15 დღე მედპერსონალის, რომელთაც მკაცრი კარანტინში იყვნენ. მათ არც ერთს არ დაუდასტურდა კორონავირუსი. ეს პირები დატოვებენ კლინიკას 14 დღით. ახლა შემოსულია ახალი ბრიგადა. იმედია, რომ ამ ეტაპისთვის ბოლო იქნება. პირველი ივნისიდან ვიმედოვნებთ, რომ კოვიდთან ბრძოლა შეწყვეტთ და მოვემსახუროთ ჩვეულებრივ პაციენტებს და გადავალთ ჩვეულებრივ რეჟიმში. როგორც მე, ასევე მთელ საქართველოს და ძალიან გვინდა“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

banner
წინა სტატიაშიმარინა ეზუგბაია : „დარჩი სახლში“, ასეთი კატეგორიულები არ ვართ, მაგრამ თუ არ დარჩებით, შეზღუდვები მაქსიმალურად გაითვალისწინეთ
შემდეგი სტატიამთავრობის მიერ ინიცირებული კომპენსაციების მიმღებთა რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო და პირველ ივლისამდე გაგრძელდება