ლევან იზორია ტალინში ესტონელ კოლეგას შეხვდა

ესტონეთის რესპუბლიკაში ვიზიტის მეორე დღეს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ოფიციალური შეხვედრა ესტონელ კოლეგასთან მარგუს ცაჰკნასთან გამართა.

საუბრის დასაწყისში ლევან იზორიამ კოლეგას ესტონეთის პოლიტიკური, ასევე პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოს თავდაცვის უწყებაში გატარებული რეფორმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა თავდაცვის სფეროში სკანდინავიისა და ბალტიის ქვეყნების თანამშრომლობის ფორმატში საქართველოს მონაწილეობის საკითხი იყო, რაც თავდაცვის სფეროს განვითარების ახალი და ეფექტური მექანიზმი გახდება.

მინისტრებმა თავდაცვის სფეროში არსებული და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს. საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული პროექტების იმპლემენტაციის პროცესს და ამ კონტექსტში ესტონელი ექსპერტის ჩართულობას.

ყურადღება გამახვილდა სამხედრო განათლების კუთხით გამოცდილების გაზიარებაზე, ერთობლივ სამხედრო სწავლებებში ჩართვასა და და კიბერუსაფრთხოების სფეროში სამომავლო თანამშრომლობაზე.

დღესვე ქართულმა დელეგაციამ ემარის ბაზა მოინახულა, საიდანაც ბალტიის ქვეყნების საჰაერო სივრცის კონტროლი ხორციელდება. ესტონურმა მხარემ სპეციალურად საქართველოს თავდაცვის მინისტრისთვის საჩვენებელი ფრენა განახორციელა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციამ ლევან იზორიას ხელმძღვანელობით სკანდინავისია და ბალტიის ქვეყნებში ოფიციალური ვიზიტები დაასრულა.

banner
წინა სტატიაშისაკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფის სხდომაზე პრეზიდენტის, მთავრობისა და თავდაცვის საკითხებთან დაკავშირებული ნორმები იხილება
შემდეგი სტატიასერგი კაპანაძე: პრეზიდენტის ინსტიტუტი ძლიერი უნდა დარჩეს