საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფის სხდომაზე პრეზიდენტის, მთავრობისა და თავდაცვის საკითხებთან დაკავშირებული ნორმები იხილება

საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფის სხდომაზე პრეზიდენტის, მთავრობისა და თავდაცვის საკითხებთან დაკავშირებული ნორმები იხილება. საკონსტიტუციო კომისიაში შემავალი მთავრობისა და თავდაცვის საკითხთა საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფის სხდომა პარლამენტში ამ წუთებში მიმდინარეობს.

სხდომის დაწყებისას განცხადება პარლამენტის და ამავდროულად საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ გააკეთა. ირაკლი კობახიძის თქმით, დღეს განსახილველი საკითხი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სფერო კონსტიტუციის მოწესრიგების. კობახიძის განმარტებით, მუშაობის ფორმატს სამუშაო პროცესი სამ ძირითად ეტაპად აქვს დაგეგმილი.

„ჩვენი მუშაობის ფორმატს – სამ ძირითად ეტაპად გვაქვს დაგეგმილი სამუშაო პროცესი. დღეს განვიხილავთ ინიციატივებს თითოეულ ნორმასთან, თავთან დაკავშირებით. მეორე სხდომაზე დაახლოებით, ერთ თვეში განიხილება პირველადი რედაქცია იმ კანონპროექტის, რომელიც შემუშავდება თქვენი ინიციატივების საფუძველზე და მესამე სხდომაზე, რომელიც დაახლოებით, ორი თვის შემდეგ ჩატარდება, უკვე რედაქციული განხილვა გაიმართება იმ კანონპროექტის მეტ-ნაკლებად შეჯერებული ვერსიის, რომელიც ჩვენ უნდა მოვამზადოთ“, – განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიდღეს ტრამპის და პუტინის პირველი ოფიციალური სატელეფონო საუბარი შედგება
შემდეგი სტატიალევან იზორია ტალინში ესტონელ კოლეგას შეხვდა