სერგი კაპანაძე: პრეზიდენტის ინსტიტუტი ძლიერი უნდა დარჩეს

ფრაქცია „ევროპული საქართველო – უკეთესი მომავალისთვის“ წევრის სერგი კაპანაძის განცხადებით, პრეზიდენტის ინსტიტუტისთვის ფუნქციების შემცირება ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს აძლევს ხელს.

ამის შესახებ მან პარლამენტში საკონსტიტუციო კომიისიის ერთ-ერთი ჯგუფის შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

როგორც კაპანაძე აღნიშნავს, საპარლამენტო უმცირესობა მმართველი გუნდის შეთავაზებას, პრეზიდენტის არჩევის ირიბი წესის შესახებ, არ გაიზიარებს.

„დღეს ჩვენ ქვეყანაში ისეთი სიტუაცია გვაქვს, რომ არაფორმალური მმართველობაა და ერთი ადამიანი აკონტროლებს ყველაფერს. ნებისმიერი სახელმწიფო ინსტიტუტის მოშლა და ფუნქციების შემცირება მარტო ამ ადამიანს აძლევს ხელს. ამიტომ, ჩვენი დაბეჯიდებითი პოზიცია არის, რომ აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს არჩევითობა. ინსტიტუტი უნდა დარჩეს ძლიერი, როგორც ერთ-ერთი ინსტიტუტი, რომელიც დღევანდელ სიტუაციაში არაფორმალურ მმართველობას აბალანსებს“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

პარლამენტში საკონსტიტუციო კომისიის ერთ-ერთი ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს, რომელშიც უმრავლესობის, უმცირესობისა და არასამთავროიბო სექტორის წარმომადგენლები პრეზიდენტის არჩევის წესის საკითხზე მსჯელობენ.

მმართველი გუნდი საპარლამენტო მმართველობისა და პრეზიდენტის ირიბი წესით არჩევის მომხრეა, რასაც უმცირესობა ეწინააღმდეგება. მათი აზრით, პრეზიდენტის არჩევა პირდაპირი წესით უნდა მოხდეს.

ამასთან, დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი მთავრობისა და თავდაცვის საკითხებსაც შეეხება.

banner
წინა სტატიაშილევან იზორია ტალინში ესტონელ კოლეგას შეხვდა
შემდეგი სტატია“ენმ” გია ცერცვაძის დაკავების საკითხზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს