ლევან იზორია – დღესაც დარწმუნებული ვარ, რომ სამინისტროში ოპტიმიზაციის გადაწყვეტილება იყო სწორი

პირის უფლებაა, ყველა გადაწყვეტილება, რაც უკავშირდება რეორგანიზაციას და ოპტიმიზაციას, გაასაჩივროს. რა თქმა უნდა, სასამართლოს გადაწყვეტილებას ჩვენ ყველანი პატივს უნდა ვცემდეთ, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ განაცხადა.

იზორია გამოეხმაურა სტატისტიკულ მონაცემებს, რომლის მიხედვით, სასამართლომ თავდაცვის სამინისტროდან გათავისუფლებული 12 პირი სამსახურში აღადგინა.

“სწორედ ეს არის ნათელი გამოხატულება იმისა, თუ რა არის სამართლებრივი სახელმწიფო. იმას, თუ რას ნიშნავს დამოუკიდებელი სასამართლო და მართლმსაჯულება. ყველა გადაწყვეტილება, რაც უკავშირდება სამინისტროს, მათ შორის რეორგანიზაციას და ოპტიმიზაციას, პირის უფლებაა გაასაჩივროს და სასამართლოს გადაწყვეტილებას ჩვენ ყველანი, ბუნებრივია, პატივს უნდა ვცემდეთ. ჩვენ უკვე აღვასრულეთ სასამართლოს რამდენიმე გადაწყვეტილება, როცა პირი სამსახურში აღვადგინეთ, თუმცა ეს არის ძალიან მცირე რაოდენობა. ამ პროცესს მომავალშიც გავაგრძელებთ, თუ სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება. რაც შეეხება მათ გათავისუფლებას, თავდაპირველად, როცა ვთქვით, რომ ოპტიმიზაციას ვახორციელებდით, ეს დაკავშირებული იყო იმასთან, რომ თავდაცვის ხარჯები, რომელსაც გადამხდელები იხდით ბიუჯეტში, მიმართული იყოს იმ მთავარი ამოცანისკენ, რასაც ჰქვია ქვეყნის თავდაცვისუნაურიანობა და არა, ვთქვათ, სოციალური და სხვა მიმართულებები. ასე რომ, დღესაც ღრმად ვარ დარწმუნებული ჩვენი გადაწყვეტილების სისწორეში”, – განაცხადა იზორიამ.

მისი მტკიცებით, გადაწყვეტილება მოწონებული იქნა სტრატეგიული პარტნიორების მიერ.

“მეტსაც გეტყვით, ნატო-ს წევრ ქვეყნებში არსებობს სტანდარტი, რომ თავდაცვაზე იყოს მიმართული რაც შეიძლება მეტი. მაგალითად, აღჭურვილობაზე 20%, ხოლო მხოლოდ 55% სახელფასო და სოციალური მიმართულებებით. სწორედ ამ მიზნით იყო განპირობებული ის რეფორმები, რომელიც ჩატარდა და რომლითაც ვამაყობთ”, – განაცხადა ლევან იზორიამ.

banner
წინა სტატიაში62-ე სკოლაში მოსწავლეებს შორის დაპირისპირების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ერთ-ერთი ბავშვი კარს დაეჯახა
შემდეგი სტატიააფგან მუხთარლის სასამართლო პროცესი 28 დეკემბრამდე გადაიდო