62-ე სკოლაში მოსწავლეებს შორის დაპირისპირების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ერთ-ერთი ბავშვი კარს დაეჯახა

OLYMPUS DIGITAL CAMERA

შარტავას ქუჩაზე მდებარე 62-ე საჯარო სკოლაში მოსწავლეებს შორის დაპირისპირების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ. როგორც ჟურნალისტებს სკოლის დირექციამ განუცხადა, „უბრალოდ ერთ-ერთი მოსწავლე, რომელიც გამორბოდა, მეორე ბავშვის მიერ მოულოდნელად გამოღებულ კარს დაეჯახა, რის შემდეგაც მან დაზიანება მიიღო“.

მოზარდი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბავშვის დაზიანების შესახებ იგივე ინფორმაცია აქვთ სასწრაფო დახმარების სამსახურშიც.

გავრცელებული ინფორმაციით, 62-ე სკოლაში ერთ-ერთი მოსწავლე, მე-5 კლასელებს შორის ჩხუბის შედეგად დაშავდა.

banner
წინა სტატიაშირევაზ არველაძე პარტიების დაფინანსების ინიციატივაზე – არ შეიძლება, პარტია იქნება თუ პიროვნება, მას კანონებს ვარგებდეთ
შემდეგი სტატიალევან იზორია – დღესაც დარწმუნებული ვარ, რომ სამინისტროში ოპტიმიზაციის გადაწყვეტილება იყო სწორი