ლევან გობეჩია: რაც წალენჯიხის საკრებულოში ხდება არის სირცხვილი (video)

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა ისევ ჩაიშალა. დეპუტატებმა თავმჯდომარე ვერც ამჯერად აირჩიეს.

სხდომის დაწყებამდე გიორგი გახარიას პარტიაში ამბობდნენ, რომ საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე თავის კანდიდატს დაასახელებდნენ, თუმცა მოულოდნელად, გადაწყვეტილება შეცვალეს. შექმნილი გაურკვევლობის გამო, სხდომა 1 კვირით გადაიდო.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ პროცესის გაჭიანურება გახარიას პარტიასა და “ქართულ ოცნებას” შორის პოლიტიკური თანხმობით ხდება და ამით მოქალაქეები ზარალდებიან.

შეგახსენებთ, რომ 27 წევრიან საკრებულოში არც ერთ პარტიას უმრავლესობა არ ჰყავს. „ქართულ ოცნებას“ 11 მანდატი აქვს, ამდენივე – „ნაციონალურ მოძრაობას“, პარტია „საქართველოსთვის“ – 3, „ლელოს“ – 1, ხოლო ერთი წევრი დამოუკიდებელი დეპუტატია, რომელიც გახარიას პარტიას რამდენიმე თვის წინ გამოეყო.

სამოქალქო მოძრაობა “ხმას” ლიდერი ლევან გობეჩია წალენჯიხის საკრებულოში შექმნილ ვითარებაზე პირველ კომენტარს აკეთებს.

https://youtu.be/ZuKyaWIZdxc

შეგახსენებთ, წალენჯიხა ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც მერის არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატმა გაიმარჯვა. მუნიციპალიტეტში ამ დრომდე არაა არჩეული საკრებულოს თავმჯდომარე და შესაბამისად, ვერც ბიუჯეტის დამტკიცება მოხერხდა. შექმნილი ვითარების გამო, წალენჯიხაში ყველა პროექტი შეჩერებულია.

banner
წინა სტატიაშიჩარკვიანი – სალომე ზურაბიშვილის გამოსვლიდან რამდენიმე ნოტი დავიჭირე და ხავსს მოვეჭიდე
შემდეგი სტატიააზარტული თამაშების კანონის განხილვის სხდომა მედიამენეჯერებმა დატოვეს