აზარტული თამაშების კანონის განხილვის სხდომა მედიამენეჯერებმა დატოვეს

დღეს პარლამენტში კომიტეტის სხდომაზე აზარტული თამაშების შესახებ კანონპროექტს მუხლობრივად განიხილავს.

სხდომას მედიებისა და სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კამათისა და სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ სხდომა ჯერ “კავკასიის” დირექტორმა, ნინო ჯანგირაშვილმა, შემდეგ კი “ფორმულას” დირექტორმა, ზუკა გუმბარიძემ და “მთავარი არხის” იურისტმა, თამთა მურადაშვილმა დატოვეს.

მედიამენეჯერების თქმით “ქართული ოცნების” დეპუტატები საუბრის საშუალებას არ აძლევდნენ. ირაკლი ზარქუამ სიტყვა მას რამდენჯერმე შეაწყვეტინა:

“ნ.ჯ. – თქვენ აცნობიერებთ, რომ პარლამენტის წევრი ხართ და მოსმენის ვალდებულება გაქვთ მოქალაქეების?

ი.ზ – არ გვინდა ეს შეგონენები

ნ.ჯ. – რა შუაშია, მორალს თქვენ გვიკითხავთ ამდენი ხანია, თქვენ ხართ პარლამენტის წევრი, დამშვიდდით, სიტყვები შეარჩიეთ, ძალიან გეშლებათ რაღაცეები.”

banner
წინა სტატიაშილევან გობეჩია: რაც წალენჯიხის საკრებულოში ხდება არის სირცხვილი (video)
შემდეგი სტატიაპაპუაშვილი – „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უკვე მერვე არჩევნები წააგო და არც ერთხელ არ უღიარებია, რომ ქართველმა ხალხმა ოპოზიციის ფუნქცია მიენიჭა და არა ხელისუფლების მანდატი