ჩარკვიანი – სალომე ზურაბიშვილის გამოსვლიდან რამდენიმე ნოტი დავიჭირე და ხავსს მოვეჭიდე

დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, ველოდები, პოლიტიკური დიალოგის ფორმატს, ამ პროცესში აქტიურად ჩავერთვები, – ამის შესახებ პარტია „კანონის და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.

როგორც თაკო ჩარკვიანმა აღნიშნა შეთანხმების პროცესის დაწყება უდავოდ მისასალმებელია, მაგრამ როგორც შეძლებს ამას პრეზიდენტი, ეს იქნება მთავარი.

„სალომე ზურაბიშვილის გამოსვლიდან რამდენიმე ნოტი დავიჭირე და ხავსს მოვეჭიდე, თუ ის ამ ყველაფერს მოქმედებაში მოიყვანს, ძალიან გამიხარდება, მაგრამ ვფიქრობ, რომ ცოტა გაუჭირდება, რადგან ირაკლი კობახიძის საშინელი განცხადება მოვისმინე. როგორც ჩანს, პრეზიდენტს ამ ადამიანებთან წინააღმდეგობების გადალახვა მოუწევს, თუ ამ წინააღმდეგობას გადალახავს, მხოლოდ გამიხარდება. შეთანხმების პროცესის დაწყება უდაოდ მისასალმებელია, მაგრამ როგორ მოიყვანს მოქმედებაში, ეს იქნება მთავარი. ირაკლი კობახიძისგან სრულიად უიმედობა მოვისმინე. როცა პრეზიდენტი მის გუნდთან ახლოს მყოფი იწყებს პროცესს, შეგიძლია, საერთოდ არაფერი თქვა“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

banner
წინა სტატიაშიმერაბ კობიაშვილი – ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია, რომელიც მთელი ცხოვრება მაინც მხრებით უნდა ვატარო
შემდეგი სტატიალევან გობეჩია: რაც წალენჯიხის საკრებულოში ხდება არის სირცხვილი (video)