ლევან ბოძაშვილი საქართველოს პრეზიდენტს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობას უხდის

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად წარდგენილი ლევან ბოძაშვილი საქართველოს პრეზიდენტს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობას უხდის.

ლევან ბოძაშვილი იმედოვნებს, რომ პარლამენტი პრეზიდენტი მიერ წარდგენილ კანდიდატებს მხარს დაუჭერს.

„მინდა საქართველოს პრეზიდენტს უღრმესი მადლობა ვუთხრა იმ პროფესიული ნდობისთვის, რაც გამოიჩინა ჩემს მიმართ. განსაკუთრებით იმ სიტუაციაში, რა რეფორმების ქვეშაც იმყოფება დღეს საქართველოს მართლმსაჯულება. ეს არის საკმაოდ მაღალი და საპატივცემულო პოზიცია, რომელზეც ვარ წარდგენილი. რაც შეეხება იმას, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი, იმედი მაქვს, რომ საკანონდებლო ორგზანო გაითვალისწინებს პრეზიდენტის წარდგინებას და მხარს დაუჭერს პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატებს”, – განაცხადა ლევან ბოძაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად ლევან ბოძაშვილი დღეს წარადგინა.

banner
წინა სტატიაშიაჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე გახდა
შემდეგი სტატიაშალვა ნათელაშვილი ფრანგ ხალხს სამძიმარს უცხადებს