აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე გახდა

ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ დაამტკიცეს.

აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე პატარაძის კანდიდატურას 12-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა წარადგინა.

პატარაძეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტის დასაკავებლად 21 დეპუტატიდან 11 მხარდაჭერა სჭირდებოდა.

banner
წინა სტატიაში“ქართული ოცნება”: გამძლეობას ვუსურვებთ საფრანგეთს ამ მძიმე წუთებში
შემდეგი სტატიალევან ბოძაშვილი საქართველოს პრეზიდენტს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობას უხდის