ლეხ ვალენსამ განაცხადა, რომ მზად არის პოლონეთის მთავრობის წინააღმდეგ ბარიკადებს მიღმა აღმოჩნდეს

ლეხ ვალენსამ განაცხადა, რომ მზად არის პოლონეთის მთავრობის წინააღმდეგ ბარიკადებს მიღმა აღმოჩნდეს

ლეხვალენსაპოლონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ლეხ ვალენსამ ტელეკომპანია TVN-ის ეთერში განაცხადა, რომ მზად არის ქვეყნის ხელისუფლებას, რომელიც იაროსლავ კაჩინსკის პარტიით არის დაკომპლექტებული, წინააღმდეგობა გაუწიოს და ბარიკაედბს მიღმა დადგეს.
„როცა ეს დემაგოგია და პოპულიზმი არ გაამართლებს და ხალხი მიხვდება, როგორ ვნებენ ისინი პოლონეთს, მაშინ აუცილებელია კაცური გადაწყვეტილების მიღება და სავარაუდოდ, მე მას მივიღებ და ჩვენ ამ მთავრობის მოღვაწეობას ბოლოს მოვუღებთ, რომელსაც პოლონეთისთვის ზიანის მეტი არაფერი მოაქვს“ – განაცხადა პოლიტიკოსმა.
ასეთი კომენტარი გააკეთა ლეხ ვალენსამ 13 აპრილს ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე პოლონეთთან დაკავშირებით. ევროდეპუტატებმა პოლონეთის საკონსტიტუციო მოწყობა გააკრიტიკეს და ქვეყნისგან დემოკრატიული ნორმების დაცვა მოითხოვეს.
„ეს დასანანია. მრცხვენია ეს რომ ხდება“ – განაცხადა ყოფილმა პოლონელმა ლიდერმა.

banner
წინა სტატიაშიკერიმ განაცხადა, რომ ბალტიის ზღვაზე მომხდარი ინციდენტის სროლა შეეძლოთ
შემდეგი სტატიაReuters-ის ყოფილ თანამშრომელს საიტის გატეხვის მცდელობისათვის ორი წელი მიუსაჯეს