კერიმ განაცხადა, რომ ბალტიის ზღვაზე მომხდარი ინციდენტის სროლა შეეძლოთ

აშშ-ს გენერალურმა მდივანმა, ჯონ კერიმ ბალტიის ზღვაზე მომხდარი ინციდენტი შეაფასა და მას „საშიში და პროვოკაციული“ უწოდა – რამდენიმე დღის წინ რუსული ბომბდამშენი სუ-24 ამერიკულ ხომალდ „დონალდ კუკს“ 9 მეტრის სიშორეზე მიუახლოვდა, შეთხვევა რამდენიჯერმე განმეორდა – Reuters-ი წერს.
„ჩვენ მსგავს ქცევას ვაფასებთ როგორც არა გონიერს, საშიშს, პროვოკაციულს. მოქმედების შესაბამისი წესებიდან გამომდინარე, ჩვენ უფლება გვქონდა თავდასხმის გამო გვესროლა“ – განაცხადა კერიმ.
„ადამიანები უნდა მიხვდნენ, რომ ეს სერიოზული საქმეა და აშშ არ აპირებს ამის რეაქციის გარეშე დატოვებას. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ მსგავსი შემთხვევა არ განმეორდება. ჩვენ ველაპარაკებით რუსებს და ვუხსნით, თუ როგორი საშიშია მსგავსი შემთხვევები“ – განაცხადა კერიმ.
აშშ-ს არმიის ევროპულმა წარმომადგენლობამ მომხდარის შესახებ ვიდეო და ფოტოკადრები გამოაქვეყნა.

banner
წინა სტატიაშიჟაკ შირაქის ანორექსიით დაავადებული ქალიშვილი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიალეხ ვალენსამ განაცხადა, რომ მზად არის პოლონეთის მთავრობის წინააღმდეგ ბარიკადებს მიღმა აღმოჩნდეს