ლე პენი რუსულ ნავთობზე სანქციების დაწესებას ეწინააღმდეგება

საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი, ლე პენი, რომელიც 24 მარტს მეორე ტურში ემანუელ მაკრონს დაუპირისპირდება, ამბობს, რომ ეთანხმება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, გარდა ნავთობისა და გაზისა.

ლე პენმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ არ სურს ფრანგ მოსახლეობამ საკუთარ თავზე გამოცადოს გაზსა და ნავთობზე დაწესებული სანქციების შედეგები. საფრანგეთი, როგორც ევროპის ქვეყანათა დიდი ნაწილი, ძირითადად რუსეთის ბუნებრივი გაზით მარაგდება.

უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, ულტრამემარჯვენე კანდიდატს, ლე პენს ხშირად აკრიტიკებენ რუსეთთან და მის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან ახლო კავშირების გამო.

მან 2014 წელს მხარი დაუჭირა ყირიმის ანექსიას. იმავე წელს მისმა პოლიტიკურმა პარტიამ აიღო სესხი რუსეთისგან. 2017 წელს კი თავად ლე პანი ითხოვდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა დასრულებას.

საფრანგეთში არჩევნების მეორე ტური 11 აპრილს დაინიშნა. Ifop-ის წინასწარი გამოკითხვების შედეგად, მეორე ტურში მაკრონი 51%-ს, ხოლო ლე პენი 49%-ს მიიღებს.

ემანუელ მაკრონი საფრანგეთის პრეზიდენტი 2017 წლიდან არის. მისი თქმით, მისი ყველაზე დიდი მიღწევა უმუშევრობის და გადასახადების შემცირებაა, ასევე, ეროვნული უსაფრთხოებისთვის ხარჯების ზრდა. ლე პენი ულტრამემარჯვენე კანდიდატად მიიჩნევა, რომელიც ანტიმიგრაციული გზავნილებით გამოირჩევა. იგი საპრეზიდენტო არჩევნებში მესამედ მონაწილეობს.

საფრანგეთში პრეზიდენტს პირდაპირი კენჭისყრით ირჩევენ. თუ ვერც ერთი კანდიდატი ვერ მოიპოვებს ხმათა 50%-ზე მეტს, მაშინ არჩევნების მეორე ტური ინიშნება, რომელშიც სიის სათავეში მყოფი პირველი ორი კანდიდატი მონაწილეობს.

banner
წინა სტატიაშიძლიერი ქარის გამო, თბილისის მერიის სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ
შემდეგი სტატიათბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა სრულად აღდგენილია