თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა სრულად აღდგენილია

metro

თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა სრულად განახლდა. შეფერხების მიზეზი მოძრავი შემადგენლობის ტექნიკური ხარვეზი იყო, რისთვისაც საჭირო გახდა მისი დამხმარე მატარებლით ჩიხში გადაყვანა.

შემადგენლობები მოძრაობდნენ ზონალურად, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ „სადგურის მოედნის“ მიმართულებით.

ამჟამად, თბილისის მეტროს ორივე ხაზი მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში ემსახურება.

banner
წინა სტატიაშილე პენი რუსულ ნავთობზე სანქციების დაწესებას ეწინააღმდეგება
შემდეგი სტატიაუკრაინაში რაც ხდება, ტრაგედიაა, მაგრამ რუსეთს არჩევანი არ ჰქონდა – პუტინი