ლავროვმა სერბეთის მინისტრთან «Подмосковные вечера» იმღერა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ბელგრადში თავის სერბ კოლეგასთან ერთად «Подмосковные вечера» იმღერა – ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა ეუთოს ქვეყნების მინისტრების საბჭოს ვახშამზე იმღერეს. როგორც გამოცემები აღნიშნავენ, ეს ლავროვის საყვარელი სიმღერაა, რომელიც სერბეთშიც ძალიან უყვართ. ამ სიმღერით საღამოს არაოფიციალური ნაწილი დაიწყო – წერს მედია.
მიმდინარე წლის სექტემბერში იუთუბზე გამოჩნდა ვიდეო, სადაც რუსი პოლიტიკოსი ვლადიმირ ჟირინოვსკი მოსკოვის დღესასწაულის 868 წლისთავზე წითელ მოედანზე მღერის, ამასთანავე, სელფის ჯოხი უჭირავს და ვიდეოს უღებს საკუთარ თავს.
მარტში პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ყირიმის მიერთების წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სახელმწიფო ჰიმნი იმღერა.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი: უშიშროების საბჭოზე განვიხილეთ არსებულ საფრთხეებზე ადეკვატური რეაგირების მექანიზმები
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი: წარსულში, სტრასბურგში, სასამართლო შეფასებული იყო, როგორც გამაოგნებელი და დასაგმობი