გიორგი მარგველაშვილი: წარსულში, სტრასბურგში, სასამართლო შეფასებული იყო, როგორც გამაოგნებელი და დასაგმობი

საქართველოს პრეზიდენტმა სტიქიის შედეგად დაზარალებული ბავშვების მამა შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, იუსტიციის საბჭოში მიმდინარე პროცესები დადებითია.

გიორგი მარგველაშვილი სამოქალაქო საზოგადოებას პროცესში აქტიურად ჩართვისთვის მადლობას უხდის.

ამასთან, პრეზიდენტი აცხადებს, რომ სასამართლოს თვალსაზრისით საქართველოს მძიმე წარსული აქვს და უმნიშვნელოვანესია გამოწვევას პასუხი პროფესიონალი, მიუკერძოებელი და კვალიფიციური მოსამართლეების შერჩევით გაეცეს.

„სასამართლოს თვალსაზრისით, ძალიან მძიმე წარსულიდან მოვდივართ, წარსულიდან, რომელიც ფაქტობრივად სტრასბურგში შეფასებული იყო როგორც გამაოგნებელი და დასაგმობი. ასეთი შეფასებების ფონზე უმნიშვნელოვანესია ჩვენ პასუხი გავცეთ გამოწვევას პროფესიონალი, მიუკერძოებელი და კვალიფიციური მოსამართლეების შერჩევით. სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა ამ პროცესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გარანტია“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

ცნობისთვის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე სააპელაციო სასამართლოში უვადოდ დანიშვნის სურვილს გამოთქვამს. ამის შესახებ ინფორმაცია ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ზაზა ხატიაშვილმა გაავრცელა, რაც თავად ლევან მურუსიძემაც დაადასტურა. მის ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკური სპექტრისა და არასამთავრობო სექტორის ნაწილი უარყოფითად შეხვდა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოუწოდებს, მურუსიძის სააპელაციო სასამართლოში უვადოდ გამწესების გადაწყვეტილება არ მიიღოს.

banner
წინა სტატიაშილავროვმა სერბეთის მინისტრთან «Подмосковные вечера» იმღერა
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: მათ შეუძლიათ წაიღონ ჩემი პასპორტი, მაგრამ ვერავინ ჩამომართმევს ჩემს ქართველობას